top of page

ჩვენს შესახებ

კომპანია „მირორი“ დაარსდა 2007 წელს. დღესდღეობით ჩვენი კომპანია არის ერთერთი ყველაზე წარმატებული და განვითარებული კომპანია საქართველოში, რომელიც აკეთებს ფრანგულ გასაჭიმ ჭერებს. კომპანია „მირორი“ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს მომხმარებლებში, რაც ძირითადად დამსახურებულია შეკვეთის სწრაფად და რაც მთავარია ხარისხიანად შესრულებით. ჩვენი მთავარი მიზანია „კმაყოფილი მომხმარებელი“. ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტებისგან, რომლებიც შეასრულებენ თქვენს ნებისმიერ თხოვნას შესაძლებლობების ფარგლებში და ასევე დაგეხმარებიან თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში.

ჩვენ გვაქვს მხოლოდ ფრანგული და გერმანული გასაჭიმი ჭერები! რაზეც ვიძლევით 10 წლიან გარანტიას. გვაქვს ფერების ფართო არჩევანი ნებისმიერი გემოვნებისთვის (155 ფერი). ახლა უკვე შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ნახატის და ასევე 3D ფოტოს დატანა ჭერზე. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რაც გვაძლევს მუდმივად წინსვლის და განვითარების საშუალებას. გასაჭიმი ჭერის უპირატესობები და მახასიათებლები. ჭერი არის ეკოლოგიურად სუფთა, მყარი მასალა პოლიმერი რომელიც არ შეიცავს საშიშ ნივთიერებებს. ეს ჭერი არ იკრავს მტვერს და არ არის რთული მოსავლელი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი ჩამორეცხვა ან სველი ტილოთი გაწმენდა. მასალა, რომლისგანაც ის მზადდება, იძლევა შესაძლებლობას, რომ ჭერი იყოს იდეალურად სწორი. ის არ ატარებს წყალს, არ ზიანდება ზემოდან წყლის ჩამოშვების შემთხვევაშიც (1კვ.მ. აკავებს 100 ლიტრამდე წყალს). თუ ზემოდან წყალი ჩამოვიდა, ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ მოგემსახურონ და თქვენი პრობლემები მოაგვარონ სწრაფად და ხარისხიანად, რის შემდეგაც ჭერს დაუბრუნდება საწყისი ფორმა. გასაჭიმი ჭერი არ იგროვებს კონდენსატს, რაც იძლევა საშუალებას, რომ ჭერი დავამონტაჟოთ სველ წერტილებშიც. ჭერების დემონტაჟი არის ძალიან იოლი და შესაძლებელია მისი სხვა ფერებით თუ ნახატით ჩანაცვლება. გასაჭიმი ჭერი იძლევა საშუალებას შიგნით ჩავამონტაჟოთ ნებისმიერი ტიპის განათება. ასევე შესაძლებელია ხმის დამხშობი და სითბოს შემანარჩუნებელი მასალების ჩამონტაჟებაც. გასაჭიმი ჭერები არ იბზარება, არ ხუნდება და არ იხევა თავისით. პრიალა გასაჭიმი ჭერები ვიზუალურად ზრდის ოთახის ფართობს, იძლევა ანარეკლს და განათების დროს ქმნის შუქის ულამაზეს სპექტრს. "მირრორი" გთავაზობთ გასაჭიმ ჭერს:

განუსაზღვრელი შესაძლებლობები საკუთარი დიზაინისთვის. ესთეტიურობა და ტექნოლოგიის უმაღლესი ხარისხი. სარკისებური, ხავერდის, გლუვი, მეტალის, ნახევრადგამჭირვალე და პერფორირებული ზედაპირი. ფერთა 65-ზე მეტი არჩევანი. დიდი მოცულობის კონსტრუქციების შექმნის შესაძლებლობა. და ამავე დროს: არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს. უზრუნველყოფს საიმედო ხმოვან და თერმული იზოლაციას. შესაძლებლობას მოგცემთ სწრაფას და მარტივად დაამონტაჟოთ ნებისმიერი განათების საშუალება სავენტილაციო სისტემა, სიგნალიზაციის და დაცვის სისტემა. დაგიცავთ ჩამონადენი წყლისგან.

Все видео

Все видео
Search video...
📣ჩვენს მიერ შესრულებული 3D ჭერი ბალნეოლოგიურ ცენტრში 🌟🌟🌟

📣ჩვენს მიერ შესრულებული 3D ჭერი ბალნეოლოგიურ ცენტრში 🌟🌟🌟

00:00
Play Video
ფრანგული გასაჭიმი ჭერი

ფრანგული გასაჭიმი ჭერი

00:00
Play Video
კომპანია Mirror დაგეხმარებათ თქვენი სამუშაო გარემო სხვებისგან გამორჩეული იყოს

კომპანია Mirror დაგეხმარებათ თქვენი სამუშაო გარემო სხვებისგან გამორჩეული იყოს

00:00
Play Video
რა უნდა გავითვალისწინოთ როდესაც მიმზიდველი ინტერიერის დიზაინი გვსურს

რა უნდა გავითვალისწინოთ როდესაც მიმზიდველი ინტერიერის დიზაინი გვსურს

05:17
Play Video
ფრანგული გასაჭიმი ჭერის უპირატესობები - კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ლიკა ღურწკაია

ფრანგული გასაჭიმი ჭერის უპირატესობები - კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ლიკა ღურწკაია

05:16
Play Video
  • Facebook
  • Instagram
bottom of page